ფეხბურთი

10:15 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბეტისთანაც" ვერ ითამაშებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ტრავმის გამო ლა ლიგის მეორე ტურის მატჩს "ბეტისის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. არგენტინელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა სათამაშოდ ჯერჯერობით მზად არაა.

"ბარსელონამ" ლა ლიგის სასტარტო მატჩში "ბილბაოსთან" დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში მესის მონაწილეობა არ მიუღია. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 51 გოლი და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.123012