ფეხბურთი

23:10 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სტუმრების დღე. ფანტასტიკური „ლივერპული.“ ლამპარდის პირველი გამარჯვება

პრემიერლიგის მესამე ტურის გვიან მატჩში, „ლივერპულმა“ „არსენალი“ 3:1 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ამ ტურში მას ვეღარავინ დაეწევა.

„ენფილდზე“ ერთმანეთს უდანაკარგო გუნდები ხვდებოდნენ. პირველი ნახევარი ცოტა მოსაწყენად დაიწყო. მერსისაიდელებს სეზონის დასაწყისში ბევრი მატჩების ჩატარება მოუწიათ და ალბათ, ამიტომ იყო, რომ თავიდან საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. მაგრამ ტაიმის მიწურულს, ჟოელ მატიპის შესანიშნავმა თავურით გატანილმა გოლმა ყველაფერი შეცვალა.

მეორე ნახევრის საწყისი 15-20 წუთი იურგენ კლოპის გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა. იყო სისწრაფე, სილაღე, თავბრუდამხვევი კომბინაციები და ყველფერი ის, რისთვისაც უყვართ ეს გუნდი. მო სალაჰის დუბლიც ალალი გახლდათ.

„არსენალი“ კი დაბნეული ჩანდა და მასპინძლები ცოტა ზუსტნი რომ ყოფილიყვნენ, ერთ ამდენს კიდევ გაიტანდნენ.

აი, ბოლოკენ კი „მეთოფეებმა“ იძალეს, ლივერპულელთა ნახევარი დაიპყრეს და ლამის ცალკარა გააჩაღეს. მარამ მხოლოდ ერთი საპსასუხოს გატანა შეძლეს.

სათამაშო დღე კი „ნოვიჩი“ – „ჩელსის“ მატჩით გაიხსნა და მნიშვნელოვანი რამ, მოხდა - „არისტოკრატებმა“ პირველად გაიმარჯვეს ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით. საერთოდ, გუნდებმა გიჟური ფეხბურთი შესთავაზეს მაყურებელს. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბურთი, ფაქტობრივად, ცენტრში არ ჩერდებოდა, ხან ერთი გუნდი უტევდა, ხან მეორე.

მე-17 წუთისთვის სტუმრები უკვე 2:1 იგებდნენ, მაგრამ 30-ე წუთზე მასპინძელთა ფინელმა, ტეემო პუკიმ ისევ გაათანაბრა. ეს პუკის მეხუთე გოლი გახლდათ წლევანდელ სეზონში. მან სამივე საწყის მატჩში გაიტანა, წინა ტურში კი სულაც ჰეთ თრიქი შეასრულა.

მეორე ნახევარში „ჩელსიმ“ უფრო დაალაგა თამაში. კლასშიც და სისწრაფეშიც გამოჩნდა „ლურჯების“ უპირატესობა. შედეგად, ჭაბუკმა ტემი აბრაჰამმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და დუბლის ავტორიც გახდა.

„მანჩესტერმა“ მოულოდნელად შინ „კრისტალ პალასთან“ წააგო. მაგრამ შემთხვევითი იყო ვითომ ეს მარცხი?

მთელი მატჩის განმავლობაში მანკუნიანელები აკონტროლებდნენ ბურთს. მაგრამ იდეა, შემოქმედებითობა აკლდათ. მათ პრიმიტიულ შეტევებს სტუმრები ადვილად უმკლავდებოდნენ. საერთოდ, ლონდონელთა დამრიგებელმა, მხცოვანმა როი ჰოჯსონმა ტაქტიკურად აჯობა ოპონენტს. ზუსტად ისეთი განლაგება დაუპირისპირა, როგორიც საჭირო იყო მრისხანე მეტოქის შესაჩერებლად.

სტუმრებმა ანგარიში ნახევარი საათის თავზე გახსნეს, თავი ჯორდან აიუმ გამოიჩინა. მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ, პენალტიც კი მოინადირეს, მაგრამ რაშფორდმა ვერ გაიტანა, ძელს მოარტყა ბურთი.

ბოლოსკენ, მანჩესტერელთა შემადგენლობაში ერთადერთმა ნათელმა წერტილმა, დენიელ ჯეიმსმა, ეფექტური კომბინაციის შემდეგ, ულამაზესი გოლი გაიტანა ცხრიანში. თითქოს თამაშის გადარჩენის შანსი გაჩნდა, რამდენიმე წუთი კიდევ რჩებოდა, მაგრამ შეტევებში გართულმა მასპინძლებმა, წამით დაკარგეს კონცენტრაცია და მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში - პატრიკ ვან ანჰოლტმა ივაჟკაცა.

ისე კი, შაბათი დღე სტუმრების იყო, მათ ექვსი მატჩიდან ხუთში გაიმარჯვეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 3 ტური. 24 აგვისტო

ნორვიჩი - ჩელსი 2:3

ნორვიჩი. „ქეროუ როუდი.“ 27 032

0:1 აბრაჰამი (3), 1:1 კანტუელი (6), 1:2 მაუნტი (17), 2:2 პუკი (30), 2:3 აბრაჰამი (68)

ნორვიჩი: კრული, აარონსი, ლუისი, ჰენლი, გოდფრი, ტრიბული (ვრანჩიჩი 81), კანტუელი, ლაიტნერი (მაკლინი 81), შტიპერმანი (სრბენი 81), ბუენდია, პუკი

მწვრთნელი: დანიელ ფარკე

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ემერსონი, ზუმა, კრისტენსენი, ჟორჟინიო, პედრო, კოვაჩიჩი, მაუნტი (ალონსო 90+1), პულიშიჩი (ვილიანი 84), აბრაჰამი (ჟირუ 75)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: შტიპერმანი (43); ჟორჟინიო (33)

მანჩესტერ იუნაიტედი - კრისტალ პალასი 1:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 454

0:1 აიუ (32), 1:1 ჯეიმსი (89), 1:2 ვან ანჰოლტი (90+3)

69-ე წუთზე რაშფორდმა ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვან-ბისაკა, მაგუაირი, ლინდელოფი, შოუ (იანგი 34), მაკტომინეი (მატა 85), პოგბა, ლინგარდი (გრინვუდი 56), რაშფორდი, ჯეიმსი, მარსიალი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, კელი, კეჰილი, ვან ანჰოლტი, კუიატე (მაკარტი 83), მაკარტური, მილივოევიჩი, შლუპი (თაუნსენდი 80), ზაჰა, აიუ (ბენტეკე 75)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ვან-ბისაკა (47), ჯეიმსი (71); მილივოევიჩი (38), კეჰილი (41), ზაჰა (79), გუაიტა (87)

ლივერპული - არსენალი 3:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 298

1:0 მატიპი (41), 2:0, 3:0 სალაჰი (49, პენ, 59), 3:1 ტორეირა (85)

ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 69), ჰენდერსონი, მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 77), სალაჰი, ფირმინო (ლალანა 86),

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

არსენალი: ლენო, მეიტლენდ-ნაილსი, პაპასტატოპულოსი, დავიდ ლუისი, მონრეალი, ჯაკა, გენდუზი (მხითარიანი 86), უილოკი (ლაკაზეტი 81), სებალიოსი (ტორეირა 61), პეპე, ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ფაბინიო (90+2); დავიდ ლუისი (48)

ბრაიტონი - საუთჰემპტონი 0:2

0:1 ჯენელო (55), 0:2 რედმონდი (90+2)

გაძევება: ანდონე (30, ბრაიტონი)

უოტფორდი - ვესტ ჰემი 1:3

0:1 ნოუბლი (3, პენ), 1:1 გრეი (17), 1:2, 1:3 ალე (64, 73)

შეფილდ იუნაიტედი - ლესტერი 1:2

0:1 ვარდი (38), 1:1 მაკბერნი (62), 1:2 ბარნსი (70)

23 აგვისტო

ასტონ ვილა - ევერტონი 2:0

1:0 უესლი (21), 2:0 ელ-ღაზი (90+4)

0.124951