ფეხბურთი

21:38 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" სილვა კვლავ იჯარის წესით დაიმატა

"ლესტერმა" პორტუგალიელი ნახევარმცველი ადრიენ სილვა "მონაკოში" ერთი წლით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სილვა "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და "მელიებმა" 2017 წელს დაიმატეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. "მონაკოში" პორტუგალიელმა გასული სეზონის ნახევარი გაატარა და 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სილვას "ლესტერთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

0.112798