ფეხბურთი

20:20 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფენერბაჰჩეს“ ბოატენგის იჯარით აყვანა სურს

სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ მიუნხენის „ბაიერნის“ მცველით, ჟერომ ბოატენგით დაინტერესდა - გვამცნობს Takvim. წყაროს მტკიცებით, თურქული კლუბი გერმანელის იჯარით აყვანას ეცდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, რომელიც 2 სექტემბერს იხურება. თურქები მზად არიან ბოატენგს ხელფასის ორი მესამედი გადაუხადონ, რომელსაც ის მიუნხენურ კლუბში იღებს. ბავარიელებს ჯერ პასუხი არ გაუციათ.

30 წლის ბოატენგი დასავლეთ ბერლინში დაიბადა, განელი ემიგრანტების ოჯახში. „ჰერტას“ აღზრდილია, საიდანაც 2007 წელს „ჰამბურგში“ გადავიდა. მერე იყო „მანჩესტერ სიტი,“ საიდანაც, 2011-ში ის „ბაიერნში“ მოხვდა.

მიუნხენურ კლუბთან ერთად მან 16 ჯილდო მოიგო. მათ შორის, შვიდჯერ გაიმარჯვა ბუნდესლიგაში, ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაში. 1994 წელს კი გერმანიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.114339