ფეხბურთი

18:15 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტეემუ პუკი - პრემიერლიგის რეკორდების მტერი

„ნორვიჩ სიტის“ თავდამსხმელ ტეემუ პუკისთვის სეზონი რეკორდებით დაიწყო. ერთი კვირის წინ, როდესაც „ნიუკასლთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, გახდა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საწყის ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ახლა კი, ლონდონის „ჩელსიც“ (2:3) დაამწუხრა და პაველ პოგრებნიაკის მიღწევა გაიმეორა. პუკიმ პრემიერლიგაში ჩატარებულ საწყის სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო - გოლი „ლივერპულთან“, ჰეთ-თრიქი „ნიუკასლთან“ და გოლი „ჩელსისთან“.

ფინელი მეათე მოთამაშე გახდა პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველ სამ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დატოვა, ხოლო 5 გოლის გატანა აქამდე როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ პგრებნიაკს მოეხერხებინა. რუსმა ფორვარდმა, რომელიც „ფულჰემს“ 2012 წლის ზამთარში შეუერთდა, „სტოკისა“ და ქპრ-ს კარი თითოჯერ აიღო, ხოლო „ვულვზი“ სამჯერ დაამწუხრა.

აქვე გეტყვით, რომ ტეემუმ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი მიღწევით გამოიჩინა თავი და „ნორვიჩის“ პირველი ფეხბურთელი გახდა 1993 წლის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სტატისტიკა
0.220601