ფეხბურთი

12:43 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" პრეზიდენტი: "ჩვენ მსოფლიო მასშტაბის გუნდი ვართ, "იუვენტუსი" - იტალიის"

იტალიური „მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც „როსონერი“ ბოლო პერიოდში ჩვეულ სიმაღლეზე არ იმყოფება.

გარდა ამისა, სკარონიმ ტურინის „იუვენტუსსაც“ გაჰკრა კბილი:

„მილანი“ მსოფლიოს მასშტაბით „იუვეს“ ვერ ხედავს. „მილანი“ მსოფლიო დონის გუნდია, რადგან ჩემპიონთა ლიგა შვიდჯერ მოიგო, „იუვენტუსი“ კი იტალიის მასშტაბითაა გამორჩეული, რადგან უამრავი სკუდეტო აქვს მოგებული.

ჩვენ უნდა შევძლოთ პრუდუქციის გაყიდვა ინდონეზიაში, ტაილანდში, ბრაზილიაში და ა.შ. მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, იქ ქომაგები აღარ გეყოლება.

რატომ არის „მილანი“ ცუდ ვითარებაში? ჩვენ 200 მილიონ ევროს ვაწარმოებთ, „რეალი“ კი 700 მილიონს. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეიძინონ უკეთესი მოთამაშე და გადაიხადონ მეტი. ეს არის პირველ რიგში სპორტული შედეგების დამსახურება, რადგან თუ მარცხდები, ვერაფერს გააკეთებ, მეორე რიგში კი ეკონომიკური შედეგები უნდა გამოვყოთ: უნდა გვქონდეს ახალი სტადიონი, მოვძებნოთ ახალი სპონსორები, გავყიდოთ სატელევიზიო უფლებები, რომ გავზარდოთ ბრუნვა“, - თქვა სკარონიმ.

0.113495