ფეხბურთი

1:14 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" უდანაკარგოა

დორტმუნდის „ბორუსიასთვის“ მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო და ლუსიენ ფავრის გუნდი ბუნდესლიგაში უმაღლეს საფეხურს რომ უმიზნებს, უკვე ორი ტურის შემდეგაც ნათელია.

„ყვითლები“ კიოლნში ჩავიდნენ, სადაც „თხებს“ საზეიმოდ ჰქონდათ საქმე, რადგან ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველ საშინაო მატჩს ატარებდნენ. მასპინძლებმა ჩინებულად დაიწყეს და საათზე მეტ ხანს იგებდნენ კიდეც დომინიკ დრექსლერის გოლით. თუმცა, მერე ჯეიდონ სანჩო ჩაერთო საქმეში - ინგლისელმა ყველაფერი გააკეთა, რომ მის გუნდს 3 ქულა მოეპოვებინა და დასახულ მიზანს მიაღწია კიდეც. სანჩოს გამათანაბრებლი გოლის შემდეგ აჩრაფ ჰაკიმიმ წინ გაიყვანა „ბორუსია“, ხოლო წერტილი პაკო ალკასერმა დასვა, რომელსაც ასისტენტობა მატჩის გმირმა სანჩომ გაუკეთა.

„დორტმუნდს“ ორი ტურის თავზე 6 ქულა აქვს, ხოლო „კიოლნი“ უქულოდაა.

„კიოლნი“ – „დორტმუნდი“ 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 დრექსლერი (29), 1:1 სანჩო (70), 1:2 ჰაკიმი (86), 1:3 პაკო ალკასერი (90)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119676