ფეხბურთი

22:23 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" იკარდი სერია A-ს განაცხადში შეიყვანა

მილანის "ინტერმა" მაური იკარდი იტალიის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა. "ნერაძურიმ" შემადგენლობა დაასახელა, სადაც არგენტინელი თავდამსხმელიც ფიგურირებს და სამხრეთამერიკელი მომავალ სეზონს შვიდნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასულ წელს იკარდი 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და მას შემდეგ ფეხბურთელსა და კლუბს შორის სიტუაცია დაიძაბა. არგენტინელმა წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა და ახალ გუნდს ეძებდა.

გასულ სეზონში იკარდიმ 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მაუროს დამატება "მონაკოს", "ნაპოლის" და "იუვენტუსს" უნდოდა, თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ვერ შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121849