ფეხბურთი

22:00 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მწვრთნელი დუბაის „შაბაბ ალ-აჰლი“-ში

თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეების მწვრთნელი – კოტე გუგუნავა სამწვრთნელო კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, დუბაის საფეხბურთო კლუბ – „შაბაბ ალ-აჰლიში“ გააგრძელებს. ის 19 წლამდელთა კლუბის მეკარეებს ერთი წლის განმავლობაში გაწვრთნის. აქამდე კოტე გუგუნავამ „ლოკომოტივში“ რვა წელი გაატარა და ნაყოფიერადაც.

„მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმის, კარგი ადამიანობისთვისდა წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში“ - ეს ამონარიდია „ლოკომოტივის“ განცხადებიდან. ქართველი სპეციალისტი უკვე დუბაიშია და ახალ გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესშია ჩართული.

აღსანიშნავია, რომ გუგუნავა პირველი ქართველი მწვრთნელია, რომელიც დუბაიში იმუშავებს. აქვე გეტყვით, რომ „შაბაბ ალ აჰლი“ (ძველი სახელწოდება - „ალ აჰლი“) 1958 წელს დაარსდა. გუნდი 12 ათასიან „რაშიდ სტედიუმზე“ თამაშობს. გაერთიანებული საემიროების პრო ლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული, 9-ჯერ დაეუფლა ქვეყნის პრეზიდენტის თასს, 4-ჯერ მოიგო ლიგის თასი და 5-ჯერ ქვეყნის სუპერთასის მფლობელი გახდა. 2015 წელს აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია.

0.131601