ფეხბურთი

21:52 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ნ`კუდუ "ბეშიქთაშში" გაუშვა

ლონდონის "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ჟორჟ-კევინ ნ`კუდუ კარიერას "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. როგორც თურქულუ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთემა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Sky Sports-ის ცნობით კი ფრანგი მოთამაშის სანაცვლოდ ინგლისელებმა 4.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს და სამომავლო ტრანსფერის 50% პროცენტის მიღების უფლებაც დაიტოვეს. ნ`კუდუ "ტოტენჰემმა" 2016 წელს "მარსელიდან" დაიმატა და შემტევმა მას შემდეგ ჩატარებულ 27 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.114439