ფეხბურთი

19:20 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" სლიმანი "მონაკოში" გაანათხოვრა

ალჟირის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" თავდამსხმელი ისლამ სლიმანი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "მონაკოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. "მონაკომ" ასევე გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

სლიმანი "ლესტერს" 2016 წელს შეუერთდა და მას შემდეგ "მელიების" მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ინგლისური კლუბიდან ალჟირელი "ნიუკასლსა" და "ფენერბაჰჩეში" იყო განათხოვრებული და ჯამში ჩატარებულ 29 მატჩში თავი ხუთჯერ გამოიჩინა.

0.113479