ფეხბურთი

12:20 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი ხამესს კიდევ ერთ შანსს მისცემს

მადრიდის „რეალის“ თავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხამეს როდრიგესს კიდევ ერთ შანსს მისცემს, რათა მადრიდული კლუბის ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი - წერს ესპანური AS.

ფრანგი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩენილა კოლუმბიელის წინასასეზონო ვარჯიშებზე გარჯით და აპირებს ისევ ძირითადის მოთამაშედ აქციოს. ამიტომ, პრიმერას მეორე ტურში, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მატჩში, ხამესი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113251