ფეხბურთი

12:55 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა კოუტინიო დელ პიეროს შეადარა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ყოფილი შეგირდის, ფილიპე კოუტინიოს ძლიერ მხარეებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, კოუტინიო ამ დღეებში „ბარსელონადან“ მიუნხენის “ბაიერნში“ გადავიდა, ერთწლიანი იჯარით.

„ფილიპე მინდორზე დომინანტი ფეხბურთელია, რომელიც თამაშს ქმნის. ის ძლიერია მოკლე მონაკვეთებზე, თუმცა არც ფართო დისტანციაზე გრძობს თავს უხერხულად. ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, ამ ამპლუის მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს.“ - უთხრა კლოპმა გერმანულ Kicker-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133292