ფეხბურთი

22:11 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო სამხრეთ კორეას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სავარაუდოდ ამხანაგურ მატჩს სამხრეთ კორეის ნაკრებთან გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას Yna.co.kr-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო წერს, სამხრეთ კორეის საფეხბურთო ასოციაცია მოლაპარაკებებსი დასკვნით ფაზაშია და თუ შეთანხმება საბოლოოდ შედგება, სპარინგი 5 სექტემბერს, სტამბოლში გაიმართება.

აღნიშნული თარიღი თავისუფალია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისგან დაისვენებს. იმართებოდა მოლაპარაკებები ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ, ახლა „ჯვაროსნებს“ აზიელებთან მოუწევთ დაპირისპირება.

სამხრეთ კორეის ნაკრები ფიფას რეიტინგში 37-ე ადგილზე იმყოფება და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.122457