ფეხბურთი

19:19 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯი იყო და მწვრთნელი გახდა

მსაჯობიდან მწვრთნელობამდე როგორც ჩანს ერთი ნაბიჯია. ყოველშემთხვევაში მექსიკელი პედრო როდიგესისთვის ნამდვილად ასეა.

აწ უკვე ყოფილი ფიფას არბიტრი სამწვრთნელო ასპარეზზე გადავიდა და ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის ბინადარ „სალამანკას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული თავად მექსიკელმაც დაადასტურა.

45 წლის როდრიგესმა სახელი 2014 წლის მუნდიალზე გაითქვა. სწორედ მან იმსაჯა ცნობილი ნახევარფინალური მატჩი გერმანიასა და ბრაზილიას შორის, რომელიც ალემანთა გამარჯვებით (7:1) დასრულდა.

იქამდე, იმავე ჩემპიონატზე როდრიგესმა ურუგვაი - იტალიის დაპირისპირება განსაჯა, სადაც ჯორჯო კიელინის კბენის გამო ლუის სუარესი მოედნიდან არ გააძევა, ხოლო სამაგიეროდ, გასახდელის გზას იტალიელთა ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო გაუყენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124882