ფეხბურთი

14:48 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „ჩელსის“ თამაში საკალათბურთო მატჩს მაგონებს“

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა მცველმა, ამჟამად კი წარმატებულმა ტელეწამყვანმა, ჯეიმი კარაგერმა, დღევანდელი „ჩელსის“ თამაშის შესახებ გამოთქვა თავისი მოსაზრება.

„მათი თამაშის ცქერისას, თითქოს საკალათბურთო მატჩს ვუყურებ. ლამპარდის იდეები კარგად ჩანს, ის ცდილობს ტოპ-გუნდების სტილით ითამაშოს. ბევრი ამბობს, ძალიან გულუბრყვილოდ ირჯებიანო.

უბრალოდ, მათ ბურთის ფლობის ორგანიზებულობა არ უვარგათ. ფრენკს სურს განაპირა მცველებიც ყოველთვის ერთვებოდნენ შეტევებში, მარამ, მაგალითად ასპილიკუეტა გამოცდილი უკანახაზელია და კარგად იცის, როდისაა საჭირო შეტევაში ჩართვა.

წინა ხაზზეც ვერ არიან მთლად ყოჩაღები. საერთოდ არ არის საჭირო ყველაფერი შეასრულო, რასაც მწვრთნელი გეუბნება. ზოგჯერ თავადაც უნდა იფიქრო.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.111236