ფეხბურთი

11:44 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ტადიჩი: „ძალიან იოლად ვუთმობდით ბურთს აპოელს“

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველმა, დუშან ტადიჩმა, ჩეპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, კვპროსულ აპოელთან ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რთული მატჩი გამოდგა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში უფრო მწყობრად გაირჯებიან.

„საუკეთესო ფეხბურთი არ გვითამაშია. რთული შეხვედრა გამოდგა. ძალიან იოლად ვუთმობდით მეტოქეს ბურთს. მომავალ კვირას უნდა მოვუმატოთ და უფრო მწყობრად ვითამათოთ. ვფიქრობ, აპოელი ისევე კომპაქტურად იმოქმედებს დაცვაში. თუმცა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“ - ციტირებს ტადიჩის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12363