ფეხბურთი

11:23 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფოგთსი: „კოუტინიო „ბარსელონაში“ ლიდერი ვერ გახდა, ეგებ ის ვარსკვლავი არც არის“

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ბერტი ფოგთსი, ჟურნალისტებს ფილიპე კოუტინიოს „ბაიერნში“ გადასვლის თაობაზე ესაუბრა.

„ერთი შეხედვით, კოუტინიოს „ბაიერნში“ ტრანსფერი, ცუდი არ უნდა იყოს ბუნდესლიგისთვის. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: რატომ ტოვებს 27 წლის ფეხბურთელი ისეთ სუპერკლუბს, როგორიც „ბარსელონაა“ ? ის კატალონიურ კლუბში ლიდერი ვერ გახდა, ეგებ მსოფლიო კლასის ვარსკვლავი არც არის და მომავალ სეზონში „ბარსელონაში“ მხოლოდ სათადარიგო იქნებოდა.“ - ციტირებს ფოგთსის სიტყვებს T-Online.

კოუტინიო „ბაიერნში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. გერმანული კლუბი მასში 8,5 მილიონ ევროს გადაიხდის, 120 მილიონად არასავალდებულო გამოსყიდვის უფლებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115242