ფეხბურთი

9:06 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „ახლა ნებისმიერი ფეხბურთელი 100 მილიონი ღირს“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თანამედროვე ფეხბურთში არსებული სატრანსფერო ვითარება გააკრიტიკა. მას მიაჩნია, რომ მოთამაშეების ფასები ძალიან გაზრდილია.

„საფეხბურთო ინდუსტრია ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც უწინ იყო. თუ ჟოაო ფელიშს არ გავითვალისწინებთ, ახლა ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება 100 მილიონი ღირდეს, თუნდაც დასამახსოვრებელს არაფერს აკეთებდეს.

ფეხბურთში ძალიან დიდი ფული დატრიალდა. ახლა მეკარეში ან მცველში 70-80 მილიონს იხდიან, რაც არასწორია. მაგრამ ეს არის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ და პატივი უნდა ვცეთ მას.“ - ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ჟოაუ ფელიში ამ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ ლისაბონის „სპორტინგიდან“ 126 მილიონ ევროდ გადავიდა. ამისდაკვალად, მან რონალდუს გადაუსწრო და ყველაზე ძვირადღირებული პორტუგალიელი მოთამაშე გახდა ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123779