ფეხბურთი

1:27 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" "აპოელს" ვერაფერი დააკლო, "ბრიუგე" და "სლავია" ჯგუფურ ეტაპთან ახლოს არიან

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი სამი მატჩით დაიწყო. როგორც ჩანს, ამსტერდამის „აიაქსი“ შარშანდელივით მრისხანე ვეღარ იქნება. ყოველშემთხვევაში ერიკ ტენ ჰაგის გუნდს მთელი რიგი ფეხბურთელების გასხვისება სეზონის სტარტზე აშკარად დაეტყო.

ჰოლანდიური გრანდი ნიქოზიაში კვიპროსის ჩემპიონ „აპეოლს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ფლობდა, მეტოქის კარი ვერ დალაშქრა. შედეგად, საპასუხო მატჩის წინ ხელში მხოლოდ უგულო ფრე უჭირავს, რაც ბუნებრივია ჯერჯერობით არაფრის გარანტია არაა.

სამაგიეროდ, ჯგუფური ეტაპისკენ უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა „ბრიუგემ“. ბელგიურმა გუნდმა ავსტრიაში „ლასკ ლინცი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ცხადია, ერთი კვირის შემდეგ საკუთარ კედლებში მოპოვებული უპირატესობის სათანადოდ გამოყენებას ეცდება.

იგივე სიტუაციაშია პრაღის „სლავია“. ჩეხებმა რუმინეთში „კლუჟს“ მასოპუსტის კინკილა გოლით აჯობეს და უპირატესობა მოიპოვეს.

„აპოელი“ – „აიაქსი“ 0:0 (0:0)

„კლუჟი“ – „სლავია“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მასოპუსტი (28)

„ლინცი“ – „ბრიუგე“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვანაკენი (10, პენ)

სტატისტიკა
0.227431