ფეხბურთი

21:15 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" 19 წლის ბრაზილიელი დაიმატა

"მილანმა" "ლაციოს" 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ლუან კაპანი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვოცნებობდი "მილანისნაირ" დიდ გუნდში მეთამაშა. მადლობა ყველას ვინც შანსი მომცა, რომ "მილანის" ნაწილი გავმხდარიყავი - განაცხადა 19 წლის ბრაზილიელმა.

განვლილ სეზონში კაპანი "ლაციოს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, სადაც 19 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

0.109524