ფეხბურთი

16:40 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "არ გამიკვირდება ორ-სამ წელიწადში კარიერას თუ დავასრულებ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ გამორიცხავს, რომ ორი-სამი წლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მისთვის მოულოდნელი არ იქნება.

„იმედი მაქვს მწვრთნელობას დიდი ხანი გავაგრძელებ, მაგრამ ორ-სამ წელიწადში რა მოხდება, არ ვიცი. შესაძლოა, კარიერა დავასრულო. რა თქმა უნდა, ამას გადაჭრით არ ვამბობ, მაგრამ ეს სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება“, - თქვა კლოპმა.

52 წლის კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს „მაინციდან“ დაიწყო. მას შემდეგ იურგენს მხოლოდ სამ გუნდში უმუშავია - „მაინცი“, „დორტმუნდი“ და „ლივერპული“.

0.110456