ფეხბურთი

14:35 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი თურქეთში ჩავიდა

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დენიელ სტარიჯი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, კარიერას თურქეთში გააგრძელებს - წერს Daily Mail. 29 წლის ფეხბურთელი უკვე ჩაფრინდა თურქეთში და უახლოეს ხანში „ტრაბზონსფორს“ შეუერთდება.

ახალ გუნდში მისი ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი ორწლიანია, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გასულ სეზონში სტარიჯმა „ლივერპულის“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ორჯერ საგოლედ უპასა. ზაფხულის დასაწყისში მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა მერსისაიდელბთან და თავისუფალი აგენტი გახდა.

„ლივერპულის“ გარდა მას „მანჩესტერ სიტიში,“ „ჩელსიში,“ „ბოლტონსა“ და „ვესტ ბრომვიჩში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112779