ფეხბურთი

11:23 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეპენალტეა პრემიერლიგის ისტორიაში

წუხელ, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, „მანჩესტერმა“ „ვულვერჰემპტონთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. პოლ პოგბამ პენალტი მოინადირა, თუმცა მასპინძელთა მეკარემ, რუი პატრისიუმ აუღო.

სტატისტიკის მიხედვით, ფრანგი ნახევარმცველი, პრემიერლიგის ცუდ პენალტისტთა რიცხვს მიეკუთვნება.

მათ შორის, ვისაც ინგლისის უმაღლეს ლიგაში 10 თერთმეტმეტრიანი მაინც დაურტყამს, ვერგატანების მხრივ, პოგბა მეექვსე ადგილზეა. მას 11 დარტყმიდან 7-ჯერ გაუტანია (ვერგატანის 36%). პირველ ადგილზე კი ხუან პაბლო ანხელია - 10 დარტყმიდან 5 გატანილი (50%). მეორეზე კი რიად მაჰრეზი - 12 დარტყმიდან 7 გატანილი (42%).

0.116021