ფეხბურთი

13:10 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ახალი ათიანი - ფილიპე კოუტინიო

ახლა უკვე ოფიციალურად ფილიპე კოუტინიო მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ცნობა როგორც გერმანულმა გუნდმა, ისე „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურეს.

შეთანხმების საფუძველზე „ბაიერნმა“ ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ 8.5 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო მომავალ ზაფხულს მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლება.

27 წლის ბრაზილიელი „რეკორდმაისტერში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც ბოლო წლებში არიენ რობენის საკუთრება იყო.

შეგახსენებთ, კოუტინიომ „ბარსელონაში“ გატარებულ წელიწადნახევარში 76 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. იქამდე სამხრეთ ამერიკელს „ვასკო და გამას“, „ინტერისა“ და „ესპანიოლის“ რიგებში უთამაშია, ხოლო კარიერის საუკეთესო პერიოდი 2012-2018 წლებში „ლივერპულში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121794