ფეხბურთი

11:15 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო ფელიში ტრავმირებულია

მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალწვეული ჟოაო ფელიში ლა ლიგის პირველივე ტურში დაშავდა. „ხეტაფესთან“ (1:0) შეხვედრაში პორტუგალიელმა მეორე ნახევარში შეცვლა მოითხოვა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ნიჭიერი შემტევის დაზიანება. ამას სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს, რომელიც ფელიშს უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, „ატლეტიკომ“ „ხეტაფე“ ალვარო მორატას ერთადერთი გოლით აჯობა და 2019-2020 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112557