ფეხბურთი

2:09 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ თანაქალაქელ „რეალს“ არ ჩამორჩა

მადრიდის „ატლეტიკომ,“ თანაქალაქელი „რეალის“ მსგავსად, ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო, პირველ ტურში შინ „ხეტაფეს“ 1:0 სძლია.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა. ალვარო მორატამ კირან ტრიპიერის გადაცემით გაიტანა. ტაიმის ბოლოს სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა ხორხე მოლინა გააძევა, თუმცა მალევე რენან ლოდიმ ერთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და შემადგენლობები გათანაბრდა.

მეორე ტაიმში მორატას დუბლის გაფორმებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

„სევილია“ – „ესპანიოლის“ მატჩის გმირი, სტუმართა მცველი, სერხიო რეგილონი გახდა, რომელმაც ჯერ თავად შეაგდო, შემდეგ კი ნოლიტოს გაატანინა.

44-ე წუთზე რეგილონმა ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და ანგარიში გახსნა. დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე კი აუტიდან შეაყოლა ბურთი ნოლიტოს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ესპანეთი

პრიმერა. 1 ტური. 18 აგვისტო

ატლეტიკო - ხეტაფე 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 მორატა (23)

56-ე წუთზე მორატამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი, კოკე, საული, ტომასი (ერმოსო 63), ლემარი (ვიტოლო 74), ფელიში (ლიორენტე 66), მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ხეტაფე: სორია, ნიომი, გონსალესი, ჯენე, კაბრერა (გარსია 46), დამიან სუარესი (ანხელი 64), არამბარი, ფაჟრი, კუკურელია, მოლინა, ხაიმე მატა (გალიეგო 80)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ლოდი (41), საული (81); კაბრერა (17), ფაჟრი (50), ნიომი (78), ანხელი (90+3)

გაძევება: ლოდი (42); მოლინა (38)

ალავესი - ლევანტე 1:0

1:0 მარიპანი (54)

ესპანიოლი - სევილია 0:2

0:1 რეგილონი (44), 0:2 ნოლიტო (86)

ბეტისი - ვალიადოლიდი 1:2

0:1 სერხი გვარდიოლა (63), 1:1 ლორენი (68), 1:2 პლანო (89)

გაძევება: ხოელი (ბეტისი, 8)

0.1108