ფეხბურთი

1:44 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

როხოს „ფენერბაჰჩეში“ გადასვლა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ არგენტინელ მცველს, მარკოს როხოს, თურქულ „ფენერბაჰჩეში“ გადასვლა სურს - წერს The Times. გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელი მანკუნიანელთა ხელმძღვანელობისგან დაჟინებთ მოითხოვს სტამბოლურ კლუბში გაშვებას.

რამდენიმე კვირის წინათ, „ევერტონი“ როხოში 27 მილიონ ევროს იხდიდა, „მანჩესტერმა“ უარი თქვა მის გაყიდვაზე.

როხო „იუნაიტედში“ 2014 წლის ზაფხულში გადავიდა ლისაბონის „სპორტინგიდან.“ სატრანსფერო თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 29 წლის არგენტინელმა „მანჩესტერის“ მაისურით პრემიერლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი, საკუთარ კარში გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

0.113884