ფეხბურთი

23:18 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რეალს“ ნეიმარის ორ ფეხბურთელში გაცვლა შესთავაზა

პსჟ მზადაა გაუშვას ბრაზილიელი მთავარვარსკვლავი, ნეიმარი, „რეალში,“ ორი ფეხბურთელის, ვინისიუსისა და რაფაელ ვარანის სანაცვლოდ - წერს ესპანური AS.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ამ შეთავაზებამ არ დააკმაყოფილა, რადგან ვინისიუსიცა და ვარანიც, მათ ხელშეუხებელ ფეხბურთელებად მიაჩნიათ. ვარაუდობენ, რომ მადრიდელთა პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ნეიმარის თაობაზე პარიზელებთან უახლოეს დღეებში მიუჯდება მოლაპარაკებათა მაგიდას. ამისათვის მან ერთ-ერთი მადრიდული ბანკიდან კრედიტიც კი აიღო.

გამორიცხული არ არის, ნეიმართან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებეში რეალელებმა პარიზელებს ხამეს როდრიგესი, კეილორ ნავასი, ისკო და კარიმ ბენზემა შესთავაზონ. თუმცა, ამ ორი უკანასკნელის „რეალიდან“ წასვლა, ნაკლებ სავარადო ჩანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112621