ფეხბურთი

23:45 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "გოლის გატანა მინდა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა"

რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ყაზანის „რუბინმა“ ტულას „არსენალი“ 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა ყაზანელთა ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც აქტიური იყო.

ჩვენებური პირველ ტაიმში გოლთანაც ახლოს გახლდათ, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. ნამატჩევს დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა.

„რუსულ ენას ვსწავლობ და ალბათ თვენახევარში კითხვებს რუსულ ენაზე ვუპასუხებს. გოლების გატანა რა თქმა უნდა, მეც მინდა, მაგრამ მთავარი გუნდის მოგებაა და მეც სწორედ გუნდისთვის ვთამაშობ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და გოლებსაც ერთად ვზეიმობთ.

საგოლე შანსი? მეგონა, რომ გოლი გავიდოდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. გოლების გატანაზე მეტი მუშაობა მჭირდება.

რა თქმა უნდა, სეზონის სტარტი ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა მზად ვარ 90 წუთისთვის სათამაშოდ“, - თქვა დავითაშვილმა.

დავითაშვილის გარდა, „რუბინის“ რიგებში 69 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო ბექა მიქელთაძე მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა. თავის მხრივ, „არსენალის“ ღირსება შეუცვლელად დაიცვა გია გრიგალავამ. „რუბინი“ კი, 6 ტურის შემდეგ 10 ქულით მეექვსე ადგილზეა.

0.160284