ფეხბურთი

16:05 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

20 თამაში, 20 წაგება - ჯეკ გრილიშის პრემიერლიგური "რეკორდი"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შემტევი ჯეკ გრილიში პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა, თუმცა არცთუ სასიამოვნო მიღწევით. საქმე ისაა, რომ ინგლისელმა ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ზედიზედ 20 თამაში წააგო.

„ასტონ ვილამ“ პრემიერლიგის ეგიდით ბოლო 20 მატჩში მარცხი განიცადა, როდესაც მოედანზე გრილიში იყო.

უსიამოვნო სერია 2015 წლის 15 მაისს, „საუთჰემპტონთან“ (1:6) წაგებით დაიწყო, 2015-2016 წლების სეზონში გაგრძელდა (17 მარცხი), რასაც „ვილა პარკელთა“ ქვედა ლიგაში დაქვეითება მოჰყვა. ახლა „ასტონ ვილა“ პრემიერლიგას დაუბრუნდა და საწყის ორ ტურში „ტოტენჰემთან“ და „ბორნმუთთან“ წააგო. სწორედ ამ უკანასკნელთა მარცხით დაუგროვდა გრილიშს 20 წაგება და პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი ცუდი სერია კონკრეტულად ფეხბურთელებს შორის არავის ჰქონია.

ხსენებულ 20 შეხვედრაში გრილიშმა ერთადერთი გოლი გაიტანა (2015 წლის სექტემბერშ, „ლესტერთან“), ხოლო ბოლო თამაში, როდესაც გრილიში მოედანზე იყო და „ასტონ ვილას“ მარცხით არ დასრულებულა, 2015 წლის 9 მაისით თარიღდება „ვესტ ჰემთან“ და ჯეკმა საგოლე პასიც მიითვალა.

სტატისტიკა
0.245296