კალათბურთი

13:48 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაზინსმა შესაძლოა მომდევნო სეზონი გამოტოვოს

"ლეიკერსის" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა მუხლის მყესი გაიწყვიტა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტრავმა იმდენად სერიოზულია, კაზინსმა შეიძლება მთელი სეზონი გამოტოვოს.

დემარკუსმა დაზიანება ლას ვეგასსში ვარჯიშის დროს მიიღო.

ბოლო წლებია კაზინს ტრავმები აწუხებს. რის გამოც ბოლო ორი სეზონი ნორმალურად ვერ ითამაშა.

"ლეიკერსმა" კაზინსთან ზაფხულში ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც დემარკუსი 3.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

0.115727