ფეხბურთი

12:06 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაქირი უკმაყოფილოა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემტევი ჯერდან შაქირი "ლივერპულში" სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა.

"იმედგაცრუებული ვარ, რადგან თამაში არ მიწევს. არავინ იქნება კმაყოფილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით. ნათელია, მეტი სათამაშო დრო მინდა და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო. "მონაკო" და "გალათასარაის" დაინტერესება? ამ კლუბების შემოთავაზების შესახებ არაფერი მსმენია." - განუცხადა Langenthaler Tagblatt-ს შაქირიმ.

შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა. შაქირიმ გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

0.123026