ფეხბურთი

2:56 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" რიხიანი სტარტი

გერმანიის ბუნდესლიგის 2019-2020 წლების სეზონი მიუნხენში ჯერ კიდევ პარასკევს გაიხსნა, სადაც „ბაიერნმა“ „ჰერტას“ ბევრი ვერაფერი დააკლო და ორი გოლი კი გაუტანა, მაგრამ ამდენივე გაუშვა და ქულები დაკარგა.

შაბათს კი საქმეში მიუნხენელთა მთავარი კონკურენტი „დორტმუნდი“ ჩაერთო და „აუგსბურგი“ გაანადგურა. ლუსიენ ფავრის გუნდი მიმდინარე ზაფხულს საგრძნობლად გაძლიერდა, შარშანდელი ანგარიშგაასაწევი შემადგენლობაც შეინარჩუნა და მოკლედ, „ბაიერნზე“ დიდად უკან ნამდვილად არ უნდა დავაყენოთ. ყოველშემთხვევაში დღევანდელი ვითარება ასეთია.

„ყვითლებისთვის“ „აუგსბურგთან“ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველივე წუთზე ჩამორჩა ანგარიშში, მაგრამ მერე მისი გამჩერებელი არავინ ყოფილა. მეტწილად მეორე ტაიმში და ფავრის ბიჭებმა დამაჯერებლად დაიწყეს - 5:1.

ლევერკუზენში, „ბაი არენაზე“ „ბაიერი“ დებიუტანტ „პადერბორნს“ დაუხვდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა სამი ქულის მოსაპოვებლად. „ფარმაცევტები“ პირველ ნახევარში ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ორჯერვე სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. საბოლოო სიტყვა კი კევინ ვოლანდმა თქვა, რომლის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლით „ლევერკუზენმა“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

„ფრაიბურგმა“ „მაინცის“ თითქოს მარტივად, 3:0 აჯობა, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე. „ფრაიმ“ სამივე გოლი თამაშის ბოლო 10 წუთში გაიტანა.

ბრემენში, „ვერდერს“ დიუსელდორფის „ფორტუნამ“ მოუგო, „ვოლფსბურგმა“ „კიოლნს“ სძლია, ხოლო დღის ბოლო მატჩი „გლადბახსა“ და „შალკეს“ შორის უგოლო გამოდგა.

„ლევერკუზენი“ – „პადერბორნი“ 3:2 (2:2)

გოლები: 1:0 ბაილი (10), 1:1 მიჩელი (15), 2:1 ჰავერცი (19), 2:2 მამბა (25), 3:2 ვოლანდი (69)

„დორტმუნდი“ – „აუგსბურგი“ 5:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (1), 1:1 პაკო ალკასერი (3), 2:1 სანჩო (51), 3:1 როისი (57), 4:1 პაკო ალკასერი (59), 5:1 ბრანდტი (82)

„ფრაიბურგი“ – „მაინცი“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოლერი (81), 2:0 შმიდი (84), 3:0 ვალდშმიდტი (87)

„ვოლფსბურგი“ – „კიოლნი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 არნოლდი (16), 2:0 ვეგორსტი (60), 2:1 ტეროდე (90)

„ვერდერი“ – „დიუსლდორფი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰენინგსი (36), 1:1 ეგეშტეინი (47), 1:2 კარამანი (52), 1:3 აიჰანი (64)

„გლადბახი“ – „შალკე“ 0:0 (0:0)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098391