ფეხბურთი

19:17 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერში“ ლუკაკუს ზედმეტი წონით უკმაყოფილო არიან

„ინტერის“ ხელმძღვანელობამ ახალწვეულის, რომელო ლუკაკუს ზედმეტი წონით უკმაყოფილება გამოხატა - წერს Corriere dello Sport. ბელგიელი იტალიურ კლუბში ამ ზაფხულს 65 მილიონ ევროდ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან.“

წყაროს ინფორმაციით, 26 წლის შემტევის ახლანდელი წონა 104 კილოგრამია. კლუბში სურთ, რომ ლუკაკუ 100 კილოგრამზე მეტს არ იწონიდეს. ბელგიელს დიეტისთვის მიუმართავს და დამატებითი ვარჯიშიც დაუწყია, რათა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგეს.

არ გამორიცხავენ, რომ 26 აგვისტოს, მან, სერია A-ს პირველი შეხვედრა გამოტოვოს „ლეჩეს“ წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ „ინტერთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2024 წლის 30 ივნისამდე.

0.110353