ფეხბურთი

16:45 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" სუარესი გამოაკლდა

კატალონიის „ბარსელონასთვის“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გარდა იმისა, რომ „ბლაუგრანა“ ლა ლიგის პირველ ტურში ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა (0:1), ლუის სუარესიც გამოაკლდა.

„ელ პისტოლერომ“ პირველივე ტაიმში კუნთის პრობლემის გამო შეცვლა მოითხოვა და თამაში ვერ გააგრძელა.

ჯერჯერობით უცნობია რა დროით მოუწევს ურუგვაელს უქმობა. ტრავმის სიმძიმე სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115266