კალათბურთი

1:20 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 16-წლამდელებმა ბელარუსთან 20-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მოთამაშე საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს მორიგი წარუმატებლობა შეემთხვა. ქართველი ჭაბუკები მეჩვიდმეტე-მეოცე ადგილებისთვის მატჩში ბელარუსს გაეჯიბრნენ და წინ 20 ქულით (36:16) იყვნენ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 61:68 (22:10, 17:16, 14:20, 8:22) წააგეს.

გასულ შეხვედრაში ქართველთაგან საუკეთესო სანდრო კასაბური იყო, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლი (11 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა ლუკა ლიკლიკაძემაც, ხოლო ლუკა ავალიანმა 12 ქულა ჩააგდო.

ქართველი კალათბურთელები ევროპირველობაზე დასკვნით მატჩს 17 აგვისტოს სლოვაკეთთან ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში, 24 ნაკრებს შორის მე-19 ადგილს დაიკავებენ, რაც კარგი შედეგი ნამდვილად ვერ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126431