ფეხბურთი

23:00 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ალანით დაინტერესდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" ნახევარმცველმა ალანმა შესაძლოა კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, მადრიდელები მზად არიან 28 წლის ფეხბურთლის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე ზაფხულში ესპანურმა კლუბმა 200 მილიონ ევრომდე უკვე დახარჯა, თუმცა ანტუან გრიზმანის, ლუკას და როდრიგო ერნანდესების გაყიდვით სოლიდური თანხა მიიღო და ჯერჯერობით ფინანსური ფეირპლეის პრინციპებს არ არღვევს. ჯერჯერობიტ უცნობია კარლო ანჩელოტი დათანხმდება თუ არა ალანის გაშვებას.

ალანი "ნაპოლიში" 2015 წელს "უდინეზედან" გადავიდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა 179 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ნეაპოლური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

სტატისტიკა
0.253931