ფეხბურთი

1:00 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" ახლადდამატებული ფეხბურთელი გაანათხოვრა

"უდინეზემ" მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდიდან დამატებული 21 წლის კრისტო გონსალესი "უესკაში" ერთი წლით გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კრისტოს სანაცვლოდ იტალიელებმა მადრიდელებს 1.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელმა "კასტილიას" და "რეალის" რიგებში ჯამში 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. გონსალესს "ბლანკოსის" მაისურით დებიუტი 2018 წელს ესპანეთის თასზე "მელილიას" წინააღმდეგ ჰქონდა, შვიდი წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა.

0.130563