სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

19:43 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აბულაძე და ქაცანაშვილი ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართველი მოჭიდავეები ლერი აბულაძე (63 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ.) ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობის ფინალში გავიდნენ და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, რობინზონ ესაძე (130 კგ.) კი რეპეშაჟშია და ბრინჯაოს აღების შანსი აქვს.

აბულაძემ პირველ წრეში უკრაინელ დმიტრო მიროშნიკს 5:4 სძლია, მერვედფინალში უზბეკი ჯავოხირბეკ სამატოვი 8:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ბულგარელ ნიკალას პეტროვ სულევს აჯობა – 3:1, ნახევარფინალში კი ირანელ შაჰინ ეიდი ბადაგი მოფრადს 6:3 მოუგო.
გადამწყვეტ შერკინებაში ლერის მეტოქე რუსი აბუ მუსლიმ ამაევი იქნება, რომელმაც პოლონელი, ჩინელი და ამერიკელი ფალავნები ჯამში ანგარიშით 25:0 (!) დაამარცხა.
ქაცანაშვილმა ირანელ ჰასან ჯაჰანბახშ ფურუზანდე გოიეჰბეიგლუს (4:0), იაპონელ რიოტა ნასუკავას (5:0), შვეიცარიელ კრისტიან მაქს ზემპისა (8:4) და ბელარუს იჰარ იარაშევიჩს (7:0) აჯობა, ფინალში კი რუს ილია ერმოლეენკოს დაუპირისპირდება, რომელმაც ამერიკელ, ინდოელ, შვედ და თურქ მოჭიდავეებს სძლია.
ესაძე კვალიფიკაციაში თავისუფალი იყო, მერვედფინალში ნორვეგიელ ნიკოლა მილატოვიჩს 6:5 მოუგო, მეოთხედფინალში კი ალიაკბარ ჰოსეინ იუსუფიაჰმადჩალისთან შანსი არ ჰქონია – 0:8.
ირანელმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქსაც იოლად აჯობა და რიბინზონი რეპეშაჟში გადაიყოლა, სადაც მისი პირველი მოწინააღმდეგე ბელარუსი მიკიტა კავალსკი იქნება. თუკი ჩვენებურმა იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის თურქ მუჰამეტ ჰამზა ბაკირს შეერკინება.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ ნიკა შერბაკოვი (77 კგ.) და ფრიდონ აბულაძე (55 კგ.). ეს უკანასკნელი პირველივე წრეში დამარცხდა, შერბაკოვმა კი მეოთხედფინალში ექსოს მუკუბუსთან წააგო და ვინაიდან შემდეგ ნორვეგიელმაც მოჭიდავემაც წაიფორხილა, ნიკა სანუგეშო წრის მიღმა დარჩა.
ქართველი ფალავნები მედლებისთვის ბრძოლას ხვალ საღამოს გააგრძელებენ, დილის სესიაში კი წინასწარი ეტაპის ორთაბრძოლებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების დარჩენილი წევრები - დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ.), გიორგი შოთაძე (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), ბექა გურული (82 კგ.) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ.) ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10949
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X