ჩოგბურთი

12:52 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი წინ მიიწევს

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინათის მასტერსის 1/8-ფინალში ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტას 6:3, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.

ნოლემ ორივე სეტში თითო-თითო უპასუხო ბრეიკი შეასრულა. კარენო-ბუსტამ 4-შესაძლებლობიდან ნოლეს ჩაწოდება ვერ მოიგო.

მომდევნო შეხვედრაში სერბი ფრანგ ლუკას პუიეს დაუპირისპირდება, მატჩი 17 აგვისტოს გაიმართება.

ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი პუიეს 1:0-ს უგებს.

0.117354