ფეხბურთი

10:17 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარმა მადრიდში 11 მილიონიანი სახლი შეიძინა

„რეალის“ ახალწვეულმა, ედენ აზარმა, მადრიდში შეიძინა სახლი, რომელიც დაახლოებით 11 მილიონი ევრო ღირს. Daily Mail-ს ცნობით, სახლი ლა ფენსას რაიონშია, სადაც ბევრი მისი რეალელი თანაგუნდელი ცხოვრობს.

თანამედროვე შენობაში, რომელიც არქიტექტორმა, ხოაკინ ტორესმა დააპროექტა, ედენის, მისი მეუღლის ნატაშას, შვილების იანისის, საშასა და სამის განკარგულებაში აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, კინოთეატრი და საჩოგბურთო კორტია.

აზარი „რეალში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111249