სხვა

1:30 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში რეკორდებით გაიხსნა

გუშინ, დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელშიც 12 რაიონის 100-მდე სპორტსმენი ჩაერთო.

სასტარტო დღეს პირველი ფიცარნაგზე 55 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები წარსდგნენ:
55 კგ.
1. გიორგი დოკვაძე (საჩხერე) – 105, 127, 232
2. ბაჩუკი შამილიშვილი (აჭარა) – 81, 105, 186
3. ზაზა ფუკარაძე (აჭარა) – 87, 98, 185

დაძაბულად წარიმართა ბრძოლა 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს სამი რეკორდი დამყარდა. შოთა მიშველიძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს რეკორდი თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის ჯამში 2 კილოგრამით გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც მიშველიძეს ეკუთვნოდა.

61 კგ.
1. შოთა მიშველიძე (ქუთაისი) – 136, 159, 295
2. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) – 131, 148, 279
3. რამინ შამილიშვილი (აჭარა) – 120, 147, 267

დღის ბოლოს მედლები 67 კგ-ში გათამაშდა, სადაც დამაჯერებელი პირველობა გოგა ჩხეიძემ იზეიმა.

67 კგ.

1. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) – 137, 163, 300
2. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) – 119, 143, 262
3. ჯემალ შავაძე (აჭარა) – 94, 116, 210

დღეს, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობა სამ წონით კატეგორიაში გაიმართება. თბილისურ ფიცარნაგზე ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის 73, 81 და 89 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები იბრძოლებენ. გულშემატკივარს საშუალება ექნება ჩემპიონატის მიმდინარეობას თვალი "რაგბი TV"-ს ეთერით მიადევნოს. შეჯიბრი 11:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121716