ფეხბურთი

1:15 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა

გიორგი არაბიძემ პორტუგალიური „ნასიონალი“ დატოვა და კარიერას თურქულ „ადანასფორში“ გააგრძელებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ქართველი შემტევი ახალ გუნდში ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით გაირჯება.

არაბიძე „ნასიონალს“ ერთი წლის წინ შეუერთდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, პორტუგალიაში ფეხი ვერ მოიკიდა, მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ადანასფორს“ თურქეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს. თურქულ გუნდ გაისად 21 წლის ჩვენებურის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

0.110228