ფეხბურთი

21:56 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები ცნობილია

UEFA-ს 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესი ("ბარსელონა"), კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი") და ვირჯილ ვან დეიკი ("ლივერპული") იბრძოლებენ. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა, ასევე ლა ლიგა მოიგო და ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა. მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ლიგაზე ცხრა შეხვედრა ჩაატარა და თავი ექვსჯერ გამოიჩინა, ასევე გახდა იტალიის ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებული.

რაც შეეხება ვირჯილ ვან დეიკს, ჰოლანდიის ნაკრების მცველმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "ლივერპულის" უკანახაზელმა ლიგაზე 12 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჰოლანდიელი ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ერთა ლიგაზეც, ხოლო პრემიერლიგაში ფეხბურთელებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

UEFA წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას 29 აგვისტოს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118646