ფეხბურთი

20:27 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმმა" მალის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

მალის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ზალცბურგის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი დიადი სამასეკუ კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკელმა მოთამაშემ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სამასეკუ მალურ "ბამაკოს" აღზრდილია და 2015 წელს ავსტრიულ "ლიფერინგში" გადავიდა. ერთი სეზონის შემდეგ დიადიმ კლუბი დატოვა და "ზალცბურგს" მიაშურა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში 134 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. მალელი საშუალოდ მოედანზე ერთ შეხვედრაში 83 წუთი ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115296