ფეხბურთი

12:53 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის დუბლმა „გალაქსის“ მოაგებინა

„ლოს ანჯელეს გალაქსიმ“ MLS-ის მატჩში „დალასს“ 2:0 მოუგო. ორივე გოლი ლოსანჯელესელთა შვედი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა. ეს „იბრას“ მეოთხე დუბლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

შვედმა პირველი ბურთი 68-ე წუთზე გაიტანა, მეორე კი შეხვედრის მიწურულს, 82-ზე შეაგდო პენალტით.

„გალაქსისთვის“ ეს პირველი გამარჯვება გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. 25 ტურის შემდეგ, ისინი ცხრილში მესამე ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111181