სხვა

8:30 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდებული ასული პატარა ესტონეთიდან

პატარა ესტონეთს ცნობილი ლამაზმანები არასოდეს აკლდა. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში, ესტონელი მსახიობები თუ სპორტსმენები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ. ხოლო კავკასიელი მამრნი თუ როგორი ამღვრეული თვალებით შეხედავდნენ ამ ასულებს - რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.

დღეს ესტონელ სპორტსმენ ქალთა შორის, გამორჩეულად პოპულარულია მოთხილამურე სასკია ალუსალუ, რომელიც გარდა იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენია, ბედი სამოდელო სამყაროშიც სცადა და საპოდიუმე ფიცარნაგზე ისეთი თავდაჯერებით გადი-გამოდიოდა, თითქოს ცხოვრებაში ამის მეტი არაფერი ეკეთებინოს.

აქედან გამომდინარე აბა რა გასაკვირია, რომ სასკია ბულვარული ჟურნალების ცხოველი ინტერესის საგანიცაა და მისი თვალისმომჭრელი სხეულის ფორმების მოტრფიალენი რაოდენობრივად კარგა ხანია არამხოლოდ ესტონეთსა და ბალტიისპირეთს, მრავალი ლამაზმანისმნახველი ევროპის მასშტაბებსაც კი გასცდნენ.

0.145325