ფეხბურთი

6:35 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საშინელი უიღბლობა პოზიტიური ნიშნებით

ფრენკ ლამპარდი ევროპის სუპერთასზე განცდილი მარცხის შემდეგ გულდაწყვეტილი, მაგრამ ამაყი იყო. ინგლისელს, რომელიც სამწვრთნელო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს დგამს, ორივეს საფუძველი ჰქონდა.

„ჩელსიმ“ „ვოდაფონ პარკზე“ ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და ბევრი ნეიტრალური ქომაგის სიყვარულიც დაიმსახურა. მართლაც, არავინ ელოდა, რომ „არისტოკრატები“ „ლივერპულს“ ესოდენ მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ბევრს განწირულიც ეგონა. თუმცა, ლამპარდის ბიჭები გავიდნენ მოედანზე იქ ყველა კრიტიკოსს საკადრისი პასუხი გასცეს.

ფრენკმა კი ნამატჩევს აღნიშნა, რომ ეს საშინელი უიღბლობა იყო, თუმცა იქვე დაამატა, ასე უნდა გავაგრძელოთ და დღევანდელმა თამაშმა პოზიტიური ნიშნები დამანახაო.

„საშინელი უიღბლობაა, სამყაროში ყველაზე ცუდი უიღბლობა... თუმცა, კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ამ თამაშიდან პოზიტიური ნიშნები დავინახე, ასე უნდა გავაგრძელოთ და მოვუმატოთ კიდეც, რომ კარგი სეზონი ჩავატაროთ“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასისთვის მატჩში "ჩელსიმ" "ლივერპულთან" პენალტების სერიაში 4:5 წააგო.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის სტამბოლიდან

0.12241