სხვა

0:20 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები პლეი-ოფში გერმანიასთან დამარცხდნენ

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გერმანიასთან 6:11 (1:2, 0:2, 2:2, 3:5) წააგო და ახლა, მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთვება, სადაც პირველ მეტოქედ მალტა ეყოლება.

გერმანიასთან მატჩში დუბლის შესრულება ნაკრების კაპიტანმა ლაშა ალავიძემა და ლუკა გიორგაძემ მოახერხეს, თითოჯერ კი თავი დაჩი ვასილი თევდორაშვილმა და ვალიკო დადვანმა გამოიჩინეს.
მალტასთან შეხვედრა 15 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და მასში გამარჯვებული მე-9 ადგილისთვის ჰოლანდიასა და ხორვატიას შორის უმჯობესს შეხვდება, მეოთხედფინალში კი ასეთი წყვილები გვაქვს: სერბეთი-საბერძნეთი, რუსეთი-ესპანეთი, მონტენეგრო-უნგრეთი, გერმანია-იტალია.

0.11287